|
2017-03-31 13:19:14, 2063 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტს დებატების ფორმატს სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მისი საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ დებატების მოწყობას სთავაზობს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როცა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიის ნაკლებობაა, პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც ასეთი ტიპის დისკუსიები უნდა იმართებოდეს. „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პარლამენტის ფუნქციაზე, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება უნდა ისმოდეს, უნდა იყოს მსჯელობა პოლიტიკურ თემებზე; ეს ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკურ კულტურას და მე ვიქნებოდი მოხარული, რომ ის რაც აქამდე სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას თან სდევდეს დებატები, ეს ტრადიცია შედგეს და პარლამენტმა რეალურად ამ გამოსვლის ირგვლივ დებატები მოაწყოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)