04:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 13:13:11, 1494 ნახვა

საზოგადოება
სუბარი: სამინისტროს ბიუჯეტიდან აფხაზეთის ომში დაკარგულთა გენეტიკური პროფილების ასაღებად 650 000 ლარი გამოიყოფა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტლოვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან აფხაზეთის ომში დაკარგულთა ოჯახების გენეტიკური პროფილების ასაღებად 650 000 ლარი გამოიყოფა. 

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"წელს, სამინისტროს ბიუჯეტიდან 650 000 ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ მოხდეს დაახლოებით 1 000 ადამიანიდან აფხაზეთის ომის დროს დაკარგულების ოჯახებიდან შესაბამისი გენეტიკური პროფილების აღება, რომელიც შეიძლება გამოგადგეს გარდაცვალებულთა იდენტიფიცირებისთვის. ეს ძალიან წარმატებული პროგრამაა. მასში ჩართულია ორი მხარე როგორც აფხაზური, ასევე ქართული. შუამავალი არის საერთაშორისო წითელი ჯვარი. ზუსტი ციფრების თქმის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით წელს ბევრად მეტი საქმე გაკეთდება",- აღნიშნა სუბარმა. 

ცნობისთვის, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი, მიმდინარე წლის სექტემბერში კიდევ 17 მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics