|
2017-03-31 12:05:11, 1484 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა დედოფლისწყაროში ახლადგაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი გაშენდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ 16 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა. ადგილობრივი გურამ გონაშვილი პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2016 წელს ჩაერთო და 16 ჰექტარზე ნუშის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 48,880 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 29,400 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 19,480 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 1 005.13 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 4 212 696.22 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 017.57 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 14,5 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)