04:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 11:43:58, 1434 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალგაზრდებს მოუწოდებს პროფესიული სასწავლებლით დაინტერესდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლადამთავრებულებს მოუწოდა, პროფესიული კოლეჯებით დაინტერესდნენ, რადგან ეს დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხულთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

"პროფესიულ სასწავლებლებში მიმდინარეობს სტუდენტების რეგისტრაცია. ძალიან დიდი აქტივობაა. გვინდა, ყველა ადამიანს მოვუწოდოთ, რომ დაინტერესდნენ ამ პროცესით. ყოველწლიურად რამდენიმე ათასით იზრდება პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების რაოდენობა. სრულიად უფასოა. შესასვლელი გამოცდა უნარების არის ძალიან მარტივი, ეროვნულებს არც შეედრება. დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. საშუალო არის 70%-მდე და ბევრ პროგრამაზე, პრაქტიკულად, 100%. მინდა, ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ დაინტერესდნენ ამ პროცესით. ყველა რეგიონსა და ქალაქშია პროფესიული კოლეჯი. ძალიან კარგი შესაძლებლობაა დასაქმებისა და კარგი პროფესიის შეძენის", - აღნიშნა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics