2017-03-30 17:00:26, 2311 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა და მისი შეძენა 2.4390 ლარად არის შესაძლებელი.
გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.4387 - 2.4450
გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.4400 კურსით დაიწყო და 0.04% -იანი გამყარება ფიქსირდება.
ცნობისთვის, თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.4390 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4400 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა.
Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, მარტის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.5294-დან 2.4400-მდე მერყეობდა.
ცნობისთვის, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4452 ლარი ეღირება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან