04:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 15:10:48, 1384 ნახვა

საზოგადოება
სეს: რუსთავის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე მუნიციპალიტეტში არსებული ოთხი საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო.

როგორც კვლევის შედეგებით დადგინა, ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით აღმონდა დაბინძურებული. 

"რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო.

კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით. ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებიდან აღნიშნული ხორცი ამოღებულია.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს სასაკლაოს და იმ ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს „ბადა“ დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე",-აღიშნულია განცხადებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics