03:55 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 10:31:40, 1499 ნახვა

საზოგადოება
საგარეო სამინისტროში ფოტო ექსპოზიცია გაიხსნება

30 მარტს 4 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნება ფოტო ექსპოზიცია "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები", რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა და წარმოადგენს, საქართველოსა და ევროპის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო თანამშრომლობის, ასევე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ამსახველ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი წერილობითი მემკვიდრეობა, საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალები, ქართული და ლათინური ხელნაწერი კოლექციები, ილუსტრაციები, უძველესი რარიტეტების ფრაგმენტები და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის, დასავლური ფასეულობებისაკენ სწრაფვის უტყუარი დასტურია.

ექსპოზიცია წარმოაჩენს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, მისი ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყნის უახლესი მნიშვნელოვანი მიღწევა - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ევროპასთან შემდგომ დაახლოებასა და საზოგადოებებს შორის კავშირების განმტკიცებაში.

გამოფენა თბილისში გაიხსნება, მოივლის საქართველოს რეგიონებს და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით გამოიფინება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics