03:54 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 18:08:27, 1557 ნახვა

საზოგადოება
სკოლებში ახალი პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, ახალი პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება. აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გამართა.

პროექტის ფარგლებში, სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე. სამაგიდო თამაში უნდა იყოს:

აზარტული, გუნდურად ან ინდივიდუალურად სათამაშო.

ავითარებდეს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. არ იყოს დამოკიდებული ზეპირობაზე.

მოწოდებულ იქნას შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

იყოს გათვლილი სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე.

იყოს მარტივად აღქმადი. ფერადი. მყარი მასალის. სპეციალური შესანახი შეფუთვით.

სასურველია თამაში ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას.

„სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი“,-აცხადებენ განათლების სამინისტროში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ,  2017 წლის 10 აპრილამდე სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე tamashebi@mes.gov.ge მიაწოდონ სამაგიდო თამაშების კონცეფცია.  

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics