|
2017-03-29 15:44:27, 1388 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა
ქუთაისში ახალი, საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შეიქმნა. ახალი მომსახურება აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გახსნეს. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურებაა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვებიაქ 24 საათიან საექთნო მომსახურებას, რეაბილიტაციას, ინდივიდუალური განვითარების და თემში ინტეგრირების სერვისებს იღებენ. საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის USAID-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის პროექტის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც იუნისეფი 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია, ჩვილების და ბავშვების ოჯახურ გარემოში გაზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ბრეს საქართველო“, აღნიშნული მომსახურებისთვის ქუთაისში შენობა უზრუნველყო და მას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამინისტროს რეგულაციების თანახმად, მართავს. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იუნისეფი, მთავრობას შენობის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში, ზრუნვის სტანდარტების შემუშავებაში, ასევე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, მომვლელების და სოციალური მუშაკების, გადამზადებასა და სერვისის აწყობაში ეხმარება. ასეთი ტიპის მომსახურებების დაარსება საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს გააფართოოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს ბავშვებზე ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი. 2017 წლის ბოლოს, თბილისში, იგეგმება მეორე ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების გახსნა. ჯერ კიდევ საჭიროა რამდენიმე მსგავსი მომსახურების შექმნა იმისთვის, რომ მოხერხდეს სახელმწიფო დიდი ზომის ინსტიტუციებში ( ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლი) დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთავსება ოჯახურ გარემოში. ჯანდაცვის მინისტრმა, აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა ასევე მოინახულეს ქუთაისში, მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვები. ეს ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3 ბავშვზე ზრუნავს. მინდობით აღზრდას განსაკუთრებული როლი ენიჭება შშმ ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის დასრულების საქმეში. სახელმწიფოს, USAID-ის და გაეროს ბავშთა ფონდის პარტნიორობა ამ საკითხებში მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)