|
2017-03-29 14:54:09, 1540 ნახვა
საზოგადოება
ლუკასი: სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებაში კრემლის მხარდამჭერი და ანტიდასავლური გზავნილები ჩანს
ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსის, ვიცე-პრეზიდენტის ედვარდ ლუკასის განცხადებით, ყალბი გზავნილების ამოცნობა უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს. „როცა ვიღაცას ქუჩაში ხვდები, აკვირდები მის ჩაცმულობას, ქცევას, საუბარსა და იღებ გადაწყვეტილებას, შეწყვიტო, თუ გააგრძელო ამ ადამიანთან ურთიერთობა. იგივე უნარები უნდა შევიძინოთ ინტერნეტში ადამიანებთან ურთიერთობისასაც“,- აცხადებს ლუკასი. როგორც ლუკასმა განმარტა, საქართველოში ადვილად ჩანს კრემლის მხარდამჭერი და ანტიდასავლური გზავნილები სხვადასხვა მედია საშუალებებში.მისი აზრით, ცრუ ინფორმაციის და ანტი-დასავლური ნარატივების ამოცნობა საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის პასუხისმგებლობაცაა. „პროპაგანდის შედეგად, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი იცვლება. ვფიქრობ, მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა, დაფიქრდეს იმაზე, თუ სად იდება მისი სარეკლამო ფული. მთავრობამ ისეთ მედია საშუალებებში უნდა იყიდოს რეკლამა, რომლებიც ზოგადად ეროვნულ ინტერესებს ემსახურება“, - აცხადებს ლუკასი. მისი თქმით, „ამაში უნდა შედიოდეს ოპოზიცური მედიაც, რადგან ჯანსაღ დემოკრატიას ოპოზიცია აუცილებლად სჭირდება. სახელმწიფო თანხები არ უნდა დაიხარჯოს ექსტრემისტ მედიაში რეკლამის ყიდვაში“. „საქართველოში ზოგიერთ ანტიდასავლური ვებგვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს. არ მგონია, ეს კარგი იდეა იყოს“,-მიიჩნევს ლუკასი. ლუკასის აზრით, გარკვეული პასუხისმგებლობა ინტერნეტკომპანიებსაც ეკისრებათ. „გუგლი, ტვიტერი, ფეისბუქი, თუ სხვა კომპანიები, ხალხს უნდა დაეხმარონ ყალბი ინფორმაციის ამოცნობაში. ეს ტექნოლოგია დაახლოებით 5-10 წელში უკვე ხელმისაწვდომი იქნება“,-აცხადებს ლუკასი.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)