03:27 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 13:46:59, 2011 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლა

სასამართლომ ბათუმის მოვლენების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მტკიცებულებების არქონის გამო შეწყვიტა. 

ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლო პროცესზე მოწმეც ჰყავდა წარმოდგენილი. მისი ინფორმაციით, აქციის ღამეს, მამუკა ბერიძესთან ერთად, ღამის კლუბში იმყოფებოდა, რის გამოც საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოუწია გამოსვლა, საპატრულო პოლიციამ კი ის როგორც აქციის მონაწილე უსამართლოდ დააკავა. 

შეგახსენებთ, 11 მარტს, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას" მიმდებარე  ტერიტორიაზე  შეიკრიბა რამდენიმე ასეული პირი, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ  ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისა და დაკავების თაობაზე. დაახლოებით 22 საათზე, პირთა ჯგუფმა გადაინაცვლა ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №11-ში განთავსებულ შ.ს.ს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც მათი მოქმედებები გადაიზარდა აგრესიაში. გამოძიების ინფორმაციით,  ისინი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებულმა პოლიციის მუშაკებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, საიდანაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics