2017-03-29 11:52:21, 2174 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დღეს მოქმედი კონსტიტუცია ავტოკრატიის საფრთხეს ჰქმნის
„დღეს მოქმედი კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს ჰქმნის“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს 2010 წლის კონტექსტი. იყო პრეზიდენტი, რომელსაც მესამე ვადით არჩევის უფლება აღარ ჰქონდა. ცვლილებების ამოცანა კი იყო გაძლიერებულიყო პრემიერის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ დღევანდელი ტექსტი ავტოკრატიის საფრთხეს ქმნის", -განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი შტოებს შორის ძალთა ბალანსის გადანაწილებაა.
"მკაფიოდ იმიჯნება კომპეტენცია შტოებს შორის, იზრდება თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიები“, - დასძინა კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან