|
2017-03-28 21:38:08, 1721 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატი: რაც არ უნდა ზეწოლა იყოს მოსამართლეზე, გავიტანთ ჩვენს სიმართლეს
რაც არ უნდა ზეწოლა იყოს მოსამართლეზე, გავიტანთ ჩვენს სიმართლეს, ამის შესახებ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარემ დაასაბუთა, რომ დეკანოზის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს. "მოსამართლის თვალწინ პროკურორებს დავუსვით კითხვა - არის თუ არა ერთი მოწმე მაინც, რომელზეც შესაძლებელია ბრალდებულს მოეხდინა ზეწოლა. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ თქვა, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და რაც არ უნდა ირონიული იყოს, ეს თქვა იმ მოწმეზე, რომელსაც დაცვა დაჰყვება. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა მამა გიორგიმ გაანადგუროს. მამა გიორგიმ პირდაპირ გამოთქვა მზაობა, რომ ჩააბარებდა ყველანაირ საბუთს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მიიმალებოდა და არ გადაკვეთდა საზღვარს”, - განაცხადა ფანცულაიამ. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზი გიორგი მამალაძე მზადაა სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. "პატიმრობაში დატოვების მიუხედავად, ჩვენ ეს არც ერთ შემთხვევაში არ გვაბრკოლებს. ჩვენ გავიტანთ სიმართლეს. მამა გიორგი მამალაძე მზად არის, გაჩერდეს რამდენი ხანიც საჭიროა პატიმრობაში, ერთადერთი მიზნით, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდების აბსურდულობა დაასაბუთოს სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს მოსამართლეზე, გავიტანთ ჩვენს სიმართლეს და ვაიძულებთ მოსამართლეს, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება”, - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, რომელმაც აქვე დასძინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ისეთი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, რომელიც საქართველოში ვერ მოხერხდება. მისივე თქმით, ეს ერთ-ერთი საფუძველი იყო იმისა, რომ დეკანოზის მიმართ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა მოსამართლემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. "გვაქვს დოკუმენტაცია, რომ მამა გიორგი მამალძემ საქართველოში ვერ გაიკეთა ოპერაცია. გადატანილი აქვს ძალიან მძიმე ოპერაცია გულზე, რომელიც გაკეთდა თურქეთში. როდესაც გაუმიზეზდა გულის პრობლემები, გადაყვანილი იყო ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან საქართველოს სამედიცინო სისტემაში ამის პრაქტიკა არ არსებობს, დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს მას”, - განაცხადა ფანცულაიამ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)