|
2017-03-28 20:03:51, 2161 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა
დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ეს იყო გრძელი გზა და მღებულმა შედეგმა კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო და ევროკავშირი. „ეს იყო გრძელი გზა. თუმცა, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს. საქართველომ დიდი სამუშაო შეასრულა. ეს ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა. მან აქვე აღნიშნა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება განიხილეს. ასევე, მედიაპლურაზმიც. „ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთვის დახმარების გაწევას. ჩვენ ველოდებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება მედია პლურალიზმის საკითხში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის გათვალისწინებით. ევროკავშირი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის, რათა მედია პლურალიზმი უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)