03:53 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 16:41:49, 1584 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღე შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით აღნიშნეს

თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით „წყალი“ გაიმართა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა მშობლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აუცილებლობაზე სხვადასხვა მუსიკალური და სასცენო ნომრები წარმოადგინეს და  მაყურებელს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნა გაუზიარეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სახელმძღვანელო სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა“ 2016 წელს, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად მოამზადა. 

ახალი სახელმძღვანელო 2017 წლიდან ოფიციალურად დაინერგა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში.

ამავე პროგრამით, ცენტრის მიერ გადამზადდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 160 მეთოდისტი და აღმზრდელი. საგანი მოიცავს საკითხებს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის შესახებ.

ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics