|
2017-03-28 11:54:54, 1518 ნახვა
პოლიტიკა
ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი. ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პირველის ლედის მაკას ჩიჩუა და ლატვიის პირველი ლედის ივეტა ვეიონისის მონაწილეობით გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ ივეტა ვეიონისს სასახლეში ჩაიზე უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ ლატვიის რეპუბლიკის სახელმწიფო დელეგაცია: შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეთსი, პარლამენტის წევრი ძინტარს ზაკისი, ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი არნის სალნაისი, ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში მაია მანიკა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსი ნორმუნდს გარბარსი, ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეგიტა კაზეკა, ლატვიის პრეზიდენის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ანდის იეკაბსონსი, ლატვიის პრეზიდენტის მრჩეველი მედია საითხებში იანის სიკსნისი, ორმხრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი დაინის გარანჩსი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მეორე მდივანი გუნტის ლაფსა. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)