02:59 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 11:26:45, 1296 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრში ახალი სარეზერვო სერვერული ცენტრი შეიქმნა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ბაზის სარეზერვო სერვერული ცენტრი შეიქმნა. ცენტრის შექმნის მიზანი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის დაცვა, სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება და უსაფრთხო  მომსახურებაა.

„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული რეგისტრაციების შესახებ.  აღნიშნული ინფორმაციის დაზიანებამ ან დაკარგვამ შეიძლება  სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. აღნიშნული ინფორმაციის დაცვისთვის აუცილებელი გახდა მაღალმდგრადი და სწრაფად აღდგენადი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს სააგენტოს, კრიზისულ პერიოდშიც უზრუნველყოს მონაცემთა მთლიანობა და სერვისის უწყვეტობა. სარეზერვო ცენტრის ჩამოყალიბება სწორედ ამ მიზანს ემსახურება",-განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ  პაპუნა უგრეხელიძემ.

სარეზერვო ცენტრი, სტანდარტების თანახმად, განთავსებულია პირველადი ცენტრისაგან მოშორებით და იგი ემსახურება ინფორმაციის რეზერვირებასა და პირველადი მონაცემთა ბაზის პარალელურად ფუნქციონირებას. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და  სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

„საჯარო რეესტრი წლებია აქტიურად მუშაობს სააგენტოში არსებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასა და სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებაზე. ამ მიზნით ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელსაც სარგებელი თანაბრად მოაქვს როგორც უწყებისთვის, ასევე ჩვენი სერვისების მომხმარებლებისთვის. სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა და სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ პროგრამებში ე.წ. "დამცავი კოდის" გამოყენება დაიწყო, რაც ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. ასევე დავიწყეთ IT ინფრასტრუქტურის გაფართოება და ავტომატიზაციის გაზრდა "ღრუბლოვანი" ტექნოლოგიების გამოყენებით. ამას გარდა ვმუშაობთ ბლოკჩეინტექნოლოგიის სრულად გამოყენებაზე" - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ჩაჩხუნაშვილმა.

სარეზერვო სერვერული ცენტრის შექმნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით  განხორციელდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics