|
2017-03-25 12:36:46, 1966 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: გაერო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი აქტიურად დგას და ის მომდევნო სესიების განმავლობაშიც დადგება
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დიპლომატებს გაერო-ში საქართველოს საკითხზე პირველი რეზოლუციის მიღება მიულოცა. როგორც ჩუგოშვილმა პარლამენტში გამართული პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. „საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყურადღება და კონსოლიდაცია ჩვენი გამოწვევების წინაშე იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით გადაიდგას მომდევნო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ამავე რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი და ზოგადად საქართველოში დემოკრატიის ხარისხი. „ეს ყველაფერი, გვაძლევს პირველ რიგში იმის შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ ძალიან დიდი კონსოლიდაცია, ორგანიზება და უზრუნველვყოთ მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა. შეგახსენებთ, 24 მარტს, ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“.
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)