|
2017-03-25 11:51:12, 1330 ნახვა
საზოგადოება
მერია ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს
თბილისის მერია ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს. „26 მარტს, „ახალ ტფილისში“ ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება. განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი მოირთვება თემატური დეკორაციით. 12:00 საათიდან - „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ - უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა. ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ; სტუმრების განწყობაზე მიმებიც იზრუნებენ. მთელი დღის განმავლობაში, „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს, საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები გაუმასპინძლდებიან და როგორც ქართულ, ასევე, ევროპულ კერძებს შესთავაზებენ. 15:00 საათიდან ყველაზე სახალხო პროექტი, „გვიდირიჟორე“ დაიწყება - ვისაც ოდესმე ორკესტრის დირიჟორობაზე უოცნებია, ამ დღეს ოცნებას აიხდენს. 15:00 საათზე თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი” გაიმართება; 18:00 საათზე ქართული ჯგუფი The Black Marrows დაუკრავს; დღესასწაულის კულმინაცია კი კონცერტი იქნება, სადაც ყველასთვის კარგად ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება - ფრანგული ვალსი, იტალიური კინომუსიკა, ოპერის ვარსკვლავები, ევროპული ჰანგები სტუმრებს მთელი საღამოს განმავლობაში განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნიან. 27 მარტს - 21:00 საათზე ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, 2 საათს გასტანს და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)