01:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 13:44:03, 1496 ნახვა

საზოგადოება
მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის თხოვნით, თანამდებობაზე დაბრუნდა

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის თხოვნით თანამდებობაზე დაბრუნდა.

როგორც ბოტკოველმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მისი თხოვნა პატრიარქმა არ დააკმაყოფილა .

„დიახ დავბრუნდი თანამდებობაზე. ეკლესიაში მსახურების სპეციფიკა განსხვავდება საერო თანამდებობისგან. ჩვენ სუბორდინაციული ინსტიტუცია ვართ და ამიტომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა ჩემი თხოვა. ის ჩემი მღვდელმთავარია, ჩემი ეპარქიის მღვდელმთავარია და აქედან გამომდინარე მან მთხოვა, რომ დავუბუნდე ჩემს პოზიციას და სხვა არგუმენტი არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა გავთავისუფლებულიყავი, მან არ დამრთო ამისი ნება და მე ორშაბათიდან შევუდექი ჩემი საქმიანობის გაგრძელებას“,-განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, მამა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა 23 თებერვალს დატოვა. პატრიარქის მდივანმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პატრიარქის იმ დროინდელმა დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ის სიცრუეში დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics