|
2017-03-23 17:10:43, 1390 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი ბათუმში ნავიგაციის პროექტს ახორციელებს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი ეროვნული სანავიგაციო სისტემის ჩამოყალიბება და საქართველოს მონაცემების მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრირებაა. პირველი ქალაქი, სადაც პროექტის განხორციელება დაიწყო, ბათუმია. ქალაქის საველე-აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მომზადდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 9 000-მდე ობიექტია შეტანილი. მათ შორის კვების და განთავსების 1200 ობიექტი, განათლების და ჯანდაცვის 488 ობიექტი, 144 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 588 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკრსაფინანსო ორგანიზაციები), 2145 სავაჭრო ობიექტი, 913 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან, კულტურის, დასვენებისა და გართობის 420 ობიექტი, 143 სპორტული მოედანი და სტადიონი, სატრანსპორტო სფეროს 556 ობიექტი, 2764 საგზაო ნიშანი, 32 კმ ველოსიპედის ბილიკი და სხვ. აღწერილ მონაცემებს ვიზუალიზაციისთვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული. პარალელურად, საჯარო რეესტრი ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შესაქმენლად მუშაობს, რომელშიც საველე აღწერით მიღებული გეომონაცემები აიტვირთება. ელექტრონული აპლიკაცია მოხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ბიზნესობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოები საჯარო რეესტრმა ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 სტუდენტი დასაქმდა, რომლებსაც საჯარო რეესტრმა სათანადო ტექნიკური გადამზადება ჩაუტარა და სამუშაო ტექნიკით აღჭურვა. აღსანიშნავია, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბათუმის შემდეგ პროექტს ქობულეთში განახორციელებს. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)