|
2017-03-23 15:15:51, 2320 ნახვა
ეკონომიკა
„2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა
საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ მომზადებული გზამკვლევი ორ ენაზე (ქართული და ინგლისური) ბეჭდური სახით გამოიცა. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს კრებულის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ სმიტი გამოვიდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე აღინიშნა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც გზამკვლევის მომზადების პროცესში ფინანსთა სამინისტროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გაუწია. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირებულობას საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის შესახებ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, „მოქალაქის გზამკვლევის“ მთავარი მიზანია, დაინტერესებულ საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა საქართველოს საბიუჯეტო სისტემაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე, სახელმწიფოს მიერ წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობების მოცულობასა და დასახული მიზნების მისაღწევად გასაწევ ხარჯებზე. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ USAID-ი წლების განმავლობაში ეხმარება ფინანსთა სამინისტროს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელების, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების, ასევე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მოკლე სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, ისევე როგორც საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის, გამოკითხვა „დაგეგმე 2018 წლის ბიუჯეტი“, სადაც მოქალაქეებს თავად შეუძლიათ გადაანაწილონ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები მათთვის პრიორიტეტული პროგრამებისა და სფეროების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mof.ge
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)