11:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 10:02:01, 2597 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმო შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო თბილისსა და ქუთაისში გაიხსნება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქუთაისში არაძვირფასი ლითონების, ხოლო თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმოები შეიქმნება.

"პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმოს შექმნა გამოდის დღეევანდელი მთავრობის სხდომაზე. ეს გახლავთ ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმო, რომლის შექმნისთვისაც სახელმწიფო გადასცემს მიწას და პროგრამის ფარგლებში ყველა მექანიზმი ჩაირთვება. ეს გახლავთ მილიონ 360 ათასი ლარის ინვესტიცია და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება. ასევე მეორე გახლავთ თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმო. განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics