|
2017-03-22 13:54:55, 1791 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ორი ძირითადი არგუმენტია წარმოდგენილი, რომელიც სააგენტოს დამოუკიდებლობას და საკომუნიკაციო კომპანიების ფინანსურ ხარჯებს ეხება. როგორც დოლიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. "ჩვენ გვაქვს მითითება საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მოსმენების განმახორციელებელი უწყება უნდა იყოს გამოძიებისგან დამოუკიდებელი, ამიტომ არ შეიძლება რომ ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება, რომ ის იყოს დაკავშირებული სუს-თან. ამავე დროს, ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ ეს უწყება სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებაში პრემიერთან, შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ იქნება დამოუკიდებელი სუს-სიგან და ამით ჩვენ დავაკმაყოფილებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას. პრობლემურია ასევე ის, რომ კანონი აკისრებს სერიოზულ ხარჯებს საკომუნიკაციო კომპანიებს და ჩვენი მოთხოვნით, ჩვენი კონსტიტუციით ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ბიზნესს შევთავაზოთ სამართლიანი ანაზღაურება, რა შემთხვევაშიც სახელმწიფოს დაუკმაყოფილდება თავისი ინტერესი, მაგრამ წნეხი არ განხორციელდება განსაკუთრებით მცირე და პატარა ბიზნესზე'', - განახცხადა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, 2014 წლიდან არის განმეორებითი შემთხვევები, რომ ქვეყანაში შეიქმნას სისტემა, რომელიც იქნება თვისობრივად ახალი და თვისობრივად განსხვავებული იმ მიყურადებისგან და ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძრომიალისგან, რომელიც ამ ქვეყანაში ხორციელდებოდა 2012 წლამდე. "სამწუხაროდ, ეს კანონიც გაშვებული შესაძლებლობაა, ვინაიდან ჩვენ თვისობრივად ახალ, დაცულ სისტემაზე სამწუხაროდ აღარ გადავდივართ", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)