|
2017-03-21 18:05:22, 1313 ნახვა
საზოგადოება
22 მარტს სენაკში, აბაშაში, ხობსა და მარტვილში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
22 მარტს, 07:00 საათიდან 12:00 საათამდე, ქვესადგურში „მენჯი 220“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთანდაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. კერძოდ, სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ძველი სენაკის, ნოსირის, ქალაქ სენაკის გარეუბნის, ნოქალაქევის და გეჯეთის მოსახლეობას. სულ 3337 აბონენტს; აბაშის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: კეთილარის, ეწერის, ზანათის, ქოლობანის, მარანის, ხმელარის, ნაესაკოვოს, ტყვირის და სუჯუნას მოსახლეობას. სულ 3354 აბონენტს; ხობის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ნოჯიხევის, ზემო ქვალონის, პირველი მაისის, ბიას მოსახლეობას და ქალაქი ხობის ნაწილს. სულ 1988 აბონენტს; მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ბანძას, ლეხაინდრაოს, მუხურჩას, ვედითკარის, ონოღიას, ჯოლევის, აბედათის, სერგიეთის, თამაკონის, კიტიას, გურძემის, ტალერის, კურძუს, დიდი ჭყონის და სალხინოს მოსახლეობას. სულ 8566 აბონენტს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნული შეფერხების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
(NS)
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)