|
2017-03-21 16:09:26, 1995 ნახვა
პოლიტიკა
11 აპრილს ლევან იზორიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ტავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 11 აპრილს კომიტეტის კითხვებს უპასუხებს. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სისტემაში განხორციელებულ ოპტიმიზაციას, NATO-სთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. მისივე თქმით, დეპუტატებთან შეხვედრის სურვილი მინისტრმა თავად გამოთქვა. "მინისტრს აქვს სურვილი პარლამენტის წინაშე წარდგეს, მე საკითხს პოზიტიურად ვუდგები და სავარაუდოდ 11 აპრილზე შევთანხმდებით, რადგან გავითვალისწინეთ ჩემი ვიზიტი და სასესიო კვირა, ამიტომ სამშაბათს გთავაზობთ", - განაცხადა სესიაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარემ აპარატს დაავალა წინასწარ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება რომელ არასამთავრობოებს და ექსპერტებს აქვთ შეხვედრაზე დასწრების სურვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)