|
2017-03-20 14:18:24, 1236 ნახვა
საზოგადოება
გავერთიანდეთ, სიკეთე გადამდებია - შსს მომსახურების სააგენტოს დახმარებით სოლიდარობის ფონდში 93 431 ლარი გადაირიცხა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სოლიდარობის ფონდთან ერთად სოციალურ პროექტში „გავერთიანდეთ, სიკეთე გადამდებია“ ჩართულობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნიკა გელაშვილი, შსს-ს სპორტული კლუბის პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძე და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძე ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში, მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს ნებისმიერი სერვისით ისარგებლებენ, საშუალებას აძლევს, განახორციელონ დონაცია და წვლილი შეიტანონ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების გამოჯანმრთელებაში. მომსახურების სააგენტო 2015 წლის 1 ივნისიდან ჩაერთო აღნიშნულ პროექტში და უკვე 93 431 ლარია ფონდში გადარიცხული. მომსახურების სააგენტო პირველი საჯარო სტრუქტურა იყო, რომელმაც ფონდის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა და ხელი შეუწყო პროექტში საზოგადოების ჩართულობას. შეხვედრაზე ასევე, შსს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, სოლიდარობის ფონდსა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც TCR International-ზე დასასწრები ბილეთების ყიდვისას ფონდში თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 1-2 აპრილს გასამართი საერთაშორისო ჩემპიონატის ბილეთს შეიძენს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნება სოლიდარობის ფონდში სასურველი თანხა გადარიცხოს. ჩემპიონატში, საქართველოს სახელით, შსს-ს სპორტული კლუბის ავტომრბოლელი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია იასპარეზებს. სოლიდარობის ფონდის მიზანია „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედებით, კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების რესურსების მობილიზაცია და საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებების მქონდე ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)