21:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 13:57:11, 1177 ნახვა

საზოგადოება
ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მესაქონლეობის დარგით დაინტერესდნენ

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება“ ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გენეტიკური, რეპროდუქციული და ხელოვნური განაყოფიერების საკითხები განიხილეს. 

საუბარი შეეხო საქართველოს მესაქონლეობაში არსებულ მდგომარეობას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან  დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. ფრანგულმა მხარემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს ჯიშთა გაუმჯობესების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.  

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტი „კერძო სექტორის გაუმჯობესება“ სამ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრებს გულისხმობს მეორე, რომელიც აპრილში განხორციელდება, ადგილობრივი ფერმერების ბაზების დათვალიერებას, ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობას, ხოლო მესამე ეტაპი, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ბაზრის შესწავლსა და ეკონომიკური ანალიზის მოამზადებას ითვალისწინებს. 
აღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით, საქართველოში, ინვესტორებთან ერთად, ორი საპილოტე ფერმის მოწყობა იგეგმება. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics