|
2017-03-19 16:07:50, 1772 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: გვაქვს ტრადიციული საკოორდინაციო გასვლითი შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასტუმრო „ამბასადორში“ პარტიის გასვლითი საკოორდინაციო შეხვედრა მიდმინარეობს. თალაკვაძეს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტულად არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე საკითხებზე და რეფორმებზე მსჯელობენ: „გვაქვს ტრადიციული საკოორდინაციო გასვლითი შეხვედრა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერთან ერთად მონაწილეობს „ქართული ოცნების“ გუნდის უკლებლივ ყველა წევრი. ჩვენ ვმსჯელობთ მიმდინარე თემებზე, რეფორმებზე, მათ მიმდინარეობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კოორდინირებულად მოხდეს იმ პირობების შესრულება, რომელიც წინასაარჩევნოდ გავეცით“,-განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედს“. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კაჭრეთში სასტურო „ამბასადორში“ საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. შეხედრას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება და ის მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)