|
2017-03-17 23:18:55, 1844 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა ჯერ არ გამართულა
მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა ჯერ არ გამართულა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის თაობაზე ”ქართულ ოცნებაში” ჯერ მსჯელობა არ გამართულა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არაა. მისივე თქმით, როდესაც მერობის კანდიდატზე ”ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამას პირველი თავად გააჟღერებს. "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი. გუნდში ჯერ არ გამართულა მსჯელობა მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. დღეს მაქვს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა. ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ვარ ასევე პარტია ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი. იმ დარგში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. თუ რა იქნება მომავალში, ვინ იქნება კანდიდატად წარმოდგენილი, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, მას შემდეგ, რაც გუნდში ამაზე მსჯელობა გაიმართება. რაც შემეხება პირადად მე, მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემთვის თანამდებობა არსდროს ყოფილა მთავარი და მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)