|
2017-03-17 23:14:21, 1987 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე გაპრეზიდენტებაზე: ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ
ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ, - ასე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მის შესაძლო გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც კალაძემ "რეაქციაში" განაცხადა, მას არ აქვს სურვილი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. მისივე თქმით ტრაგედია არ იქნება, თუკი პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება. ”ვფიქრობ უნდა ავიღოთ მაგალითები განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც არის საპარლამენტო მმართველობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ ხალხის მიერ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, მე ამაში ტრაგედიას ან პრობლემას ვერ ვხედავ. ხშირად ვისმენთ, რომ ”ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა” და ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა არაა. ეს არის ხალხის ნება. არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლებამ ასე მოისურვა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ასევე გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში დამბალანსებელი უნდა იყოს. ვთქვათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული. რა თქმა უნდა ”ქართული ოცნება” საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. იმ შემთხვევაში თუ ”ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს და ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაშინ არ მესმის დაბალანსების თემა, როგორ უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის”, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)