|
2017-03-17 23:06:44, 2120 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებს კატეგორიულად უარყოფს
კატეგორიულად უარვყოფ ცვლილებებს, - ასე უპასუხა სამთავრობო ცვლილებებთან დასმულ შეკითხვას ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში". როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა სიცრუეა. "სიცრუეა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. კატეგორიულად უარვყოფ ცვლილებებს. არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. თუ გიორგი კვირიკაშვილს რაიმე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ და გაგცემთ პასუხს. სამთავრობო ცვლილებების თემის განხილვა გუნდში არ ყოფილა”, - განაცხადა კალაძემ. კალაძემ ისიც განმარტა, თუ რატომ გააკეთა მან განცხადება ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრზე ადრე. მისი თქმით, "განცხადების გაკეთება იყო დავალება". ”ჩემი განცხადება პირველი არ ყოფილა. ჩვენი დეპუტატები და გუნდის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს. პრემიერის მეთაურობით შევიკრიბეთ გუნდი. ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება იყო დავალება და ვფიქრობ ეს ნორმალურია, რადგან ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი. ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრის განცხადება და შემდეგ უკვე შესაბამისი ღონისძიებები”, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)