00:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 14:42:25, 2378 ნახვა

სამართალი
ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ABC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.

როგორც ABC წერს, სპეცოპერაცია მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულებს 600-მდე საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩნდათ.

სააგენტოს ცნობით, პოლიციის აგენტებმა ოპერაციის შედეგად უამრავი საიუველირო ნაკეთობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, 13.000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს.

ამასთან, ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ.

ესპანეთის პოლიციამ, აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად 40-მდე საქმე გახსნა.

როგორც პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, საიუველირო ნაკეთობები და მოპარული ნივთები მადრიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში 31 მარტამდე გადაიგზავნება და დაზარალებული ოჯახებისთვის გადანაწილების პროცესი დაიწყება.

ვიდეო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics