|
2017-03-16 12:20:13, 1939 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მოსარჩელე მხარიდან ირაკლი მეძმარიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი ესწრებიან, ხოლო მოპასუხე მხარეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი წარმოადგენს. ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე განაცხადეს, რომ დღევანდელ პროცესზე მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ შუამდგომლობები. როგორც ცნობილია ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი, სასამართლოს წინაშე კონკრეტული შუამდგომლობების დაყენას აპირებს, ის მოსამართლეს მიმართავს თხოვნით მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც თავად სეოკიდან ვერ მიიღო. საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. "სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის",- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში. აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება. მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილს შეეძლო სეოკ-ის სარჩელის გასაჩივრება, თუმცა იმ მიზნით, რომ სარჩელზე არსებითი განხილვა დროულად დაწყებულიყო, არ გაუსაჩივრებია.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)