|
2017-03-15 14:01:44, 1305 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მოქმედ ბაღებს 20 ახალი ჯგუფი დაემატა
თბილისის N170-ე საჯარო ბაგა-ბაღს სამი ახალი ჯგუფი დაემატა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გარემონტდა და მოეწყო 200 მ/კ-მდე წლების განმავლობაში შენობის აუთვისებელი ფართი. მათივე ინფორმაციით, ახალი ჯგუფების გახსნის შედეგად, ბაღში აღსაზრდელების რაოდენობა 105-ით გაიზრდა, დამატებით კი 13 ადამიანი დასაქმდა. სამივე სააღმზრდელო ჯგუფისთვის ინდივიდუალურად მოეწყო საპირფარეშოები, გასახდელი ოთახები და სამზარეულო კუთხეები. ჯგუფები აღიჭურვა ახალი ავეჯით, სათამაშოებითა და სხვა სააღმზრდელო საჭიროების ინვენტარით. ახალი ჯგუფები დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მართვის ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დაათვალიერა და სააღმზრდელო პროცესს გაეცნო. „ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ჩვენ სამი წელია ორი კონკრეტული მიმართულებით ვმუშობთ - ვაშენებთ ახალ ბაღებს და მაქსიმალურად ვითვისებთ მოქმედ ბაღებში წლების განმავლობაში გამოუყენებელ ფართს. ჯგუფების დამატებით, გარდა იმისა, რომ უფრო მეტ ბავშვს ეძლევა საშუალება სკოლამდელი განათლების მიღების, ასევე, გადატვირთული ჯგუფების განტვირთვაც ხდება“,-განაცხადა თემურ თორდინავამ. 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ, სარემონტო სამუშაოებისა და დამატებითი ჯგუფების გახსნის შედეგად, ბაღებში 4 200 აღსაზრდელი დარეგისტრირდა. (NS)
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)