12:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 16:44:15, 501 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში სემინარი „საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“ ჩატარდა

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია: სად ვიმყოფებით ჩვენ? საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმდინარე გამოწვევები; რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ფონზე-ეს საკითხები განიხილეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე: „საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“.  

სემინარი  მისასალმებელი სიტყვით  თსუ-ს  რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. 

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე,  დაფიქსირებულ პროგრესზე, სამომავლო გეგმებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე სემინარის მონაწილეებთან  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, ის უსაფრთხოების სისტემები, რომელზეც აგებულია ეს ორგანიზაცია. შესაბამისად, დღეს, საუბარი შეეხება იმ  გამოწვევებს, რომელიც დღეს გააჩნია ორგანიზაციას, ახალ გამოწვევებს, რომელიც 21-ე საუკუნესთან ერთად დადგა მის წინაშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ სემინარის დაწყებამდე.

ღონისძიების მონაწილეებს, ასევე,  უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ და საქართველოში რუმინეთის ელჩმა დუმიტრუ ბადეამ მიმართეს, ხოლო ბრიუსელიდან  ვიდეომიმართვით ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიესალმა. შეხვედრაში უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ექსპერტები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარი საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში  გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics