2017-03-13 22:20:33, 1515 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გმობს, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აზერბაიჯანის რესპუბლიკა არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ აღიარებს 2017 წლის 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან