18:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 16:36:58, 2364 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ყველა კითხვას, რაც მამა გიორგის დაუსვეს, პასუხი გაეცა

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის პირველი ნაწილი დასრულდა, რომელიც 4 საათის განმავლობაში  გაგრძელდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულმა ყველა კითხვას პასუხი გასცა. მას დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ  ციანიდის თემაზე შეკითხვები იყო. ამასთან, ადვოკატის თქმით, სოსო ოხანაშვილთან დაკვშირებით კითხვები არ დასმულა.

„ყველა კითხვას,  რაც დაუსვეს მამა გიორგის, გაეცა პასუხი. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს კითხვები. კითხვა, რომ ამ დანაშაულში ოხანაშვილიც იყოს ჩართული, ჯერჯერობით არ დასმულა“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურის წარმომადგენელს მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთ საათიანი შესვენების შემდეგ დაკითხვა კვლავ განახლდება.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics