2017-03-13 12:51:06, 1285 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებმა აქცია განაახლეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მორიგ აქციას მართავენ.
მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საკრებულო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.
დაზარალებულებმა შეადგინეს სიები, სადაც ყველა დანაკარგია აღწერილი. ისინი სიას ხვალ საკრებულოში წარადგენენ.
ცნობისთვის, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან