00:27 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 11:43:06, 1109 ნახვა

სხვადასხვა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სამეგრელო ზემო-სვანეთის 10 მუნიციპალიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ  ზუგდიდის ტექნოპარკში, სამეგრელო ზემო-სვანეთის 10 მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გააფორმა: აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics