23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 15:01:05, 5306 ნახვა

სამართალი
ქურდული სამყაროს წევრები ბათუმში ახალგაზრდების მობილიზებას ახდენდნენ

ქურდული სამყაროს წევრები ბათუმის სხვადასხვა უბანში ახალგაზრდების ორგანიზებას 10 და 11 მარტს ახდენდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა.

როგორც ინფორმირებული მოქალაქეები აცხადებენ, 10 მარტს, საღამოს ბათუმის სხვადასხვა უბნებში ქურდული სამყაროს წევრებმა უბნის ე.წ  მაყურებლები შეკრიბეს და მათ დაავალეს,  პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მინიმუმ 10 ან 15 ადამიანი მოენახათ.

„სხადნიაკი მოაწყვეს 10 მარტს, ღამით ჩვენს უბანში, გარეთ.  უბნის მაცხოვრებლები ხედავდნენ ადამიანების შეკრებას. ამ შეკრებაზე ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მისცეს დავალებები შეეკრიბათ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი, სასურველი იყო ხელკეტებით შეიარაღებულები“ - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ შეკრების ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

„ახალგაზრდების შეკრებაში ჩართული იყვნენ ძირითადად ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანები, მათ შორის რამდენიმე უკვე არის წარსულში ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის“ - უთხრა „ექსპრესნიუსს“ ინფორმირებულმა მოაქალაქემ.

შეკრების ადგილად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა ახაგაზრდებს დაუსახელეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა. გარდა ამისა, ისინი  ახალგაზრდების პროპაგანდირებას ცდილობდნენ არგუმენტებით, თითქოს „ბათუმი გაწითლდა“, „პოლიცია უნდა დაასუსტონ“ და „ხალხი უნდა ააბუნტონ ყველა მიზეზით“ - ეს ის გზავნილებია რაც ახალგაზრდებთან ქურდული სამყაროს წევრებმა გაიტანეს და მათი მიბილიზება მოახდინეს.

„ექსპრესნიუსი“რესპოდენტების ვინაობას, მათივე უსაფრთხოების გამო არ ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ 10 და 11 მარტის შეკრებების ორგანიზატორთაგან არცერთი იყო ე.წ კანონიერი ქურდი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics