2017-03-12 11:12:15, 1394 ნახვა
საზოგადოება
დავით რაქვიაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს
„მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია სტაბილურია“,-ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მმდივანმა დავით რაქვიაშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე, მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია არის სტაბილური. კონტროლს ექვემდებარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები უმეტესი მათგანი არის გამოწერილი საავადმყოფოდან. ჩვენ მოვინახულებთ დარჩენილ ადამიანებს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს“,-განაცხადა რაქვიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან