14:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 02:29:48, 1595 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია

მოვუწოდებთ  ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ.

"ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი  ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერ მინისტრთან და შსს მინისტრთან. მიგვაჩნია რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა.  გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს  შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება.  ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ.

მოვუწოდებ ხელსუფლებას დაიცვას თითოეული მოქალაქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას პატივი სცენ სახელმწიფო  ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics