|
2017-03-09 13:30:30, 2231 ნახვა
კომენტარი
ირაკლი აბესაძე: ციანიდის საქმეზე პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას მოსაზრებები შესთავაზოს
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები აშკარად არ ადასტურებს. როგორც აბესაძემ აღნიშნა, მტკიცებულებები ეწინააღმდეგება იმ ვერსიას, რომელსაც ჯერ მთავარი პროკურორის და შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სთავაზობდა საზოგადოებას. მისივე თქმით, პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებას გარკვეული ვერსიები შესთავაზოს. "როგორც ჩანს მიზანმიმართულად სურდათ თავს მოეხვიათ საზოგადოებისთვის გარკვეული მოსაზრება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შესწავლილი იყოს მთავარი პროკურორის მონაწილეობის როლი ამ საქმეში, ხომ არ ჰქონდა ადგილი მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ხომ არ ჰქონდა მანიპულაციას სისხლის სამართლებრივი საქმის დეტალებით. უნდა დადგეს მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის და შემდგომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკთხიც, თუკი ამას დაადასტურებს საპროკურორო საბჭო. ჩვენი წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში აუცილებლად მოითხოვს აღნიშნულ საკითხს და იძულებული იქნებიან დანიშნონ სპეციალური პროკურორი, რომელსაც მოუწევს შოთაძის საქმიანობის შესწავლა“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)