|
2017-03-09 13:10:17, 1590 ნახვა
პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი 14 მარტს მოსკოვს ეწვევა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოსკოვს ეწვევა, - ამის შესახებ იფნორმაციას "იზვესტია" ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვს ვლადიმერ პუტინი მიიღებს. მედიის ცნობით, ექსპერტები შეხვედრას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატულების ნიშანია. როგორც ე.წ პრეზიდენტის პრეს-სამსახურში აცხადებენ, შეხვედრა 14 მარტს არის ჩანიშნული. ცნობისთვის, 9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდება. მოქმედი "პრეზიდენტი" მეორე ვადით იყრის კენწს. რაც შეეხება ე.წ რეფერენდუმს, გაირკვევა უნდა თუ არა მოსახლეობას სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა. თიბილოვის სურვილი "ისტორიული სახელის - ალანია - დაბრუნებაა". შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში "საპრეზიდენტო არჩევნებიის" მეორე ტური 2011 წლის 27 ნოემბერს გაიმართა და მას კრიზისი მოჰყვა. მოსახლეობა მიტინგების ტალღამ მოიცვა. ხოლო 2012 წელს ახალი "არჩევნები" ჩატარდა და დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)