|
2017-03-08 16:49:35, 1884 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იტალიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
„იტალია საქართველოს აღიქვამს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს“,- ამის შესახებ იტალიის სენატის პრეზიდენტმა პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. იტალიის სენატის პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე და საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ–მინისტრს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. გიორგი კვირიკაშვილმა და პიეტრო გრასომ ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)