|
2017-03-08 16:01:15, 1759 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და ანჯელინო ალფანომ საქართველო-იტალიის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ტანამშრომლობის მინისტრმა ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე საქართველო–იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებს. მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის იტალიელი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. აღინიშნა, რომ შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააღრმავებს კულტურულ კავშირებს, ტურისტულ და ბიზნესურთიერთობებს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ანჯელინო ალფანოს ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი იტალიის მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)