|
2017-03-07 23:54:47, 2002 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: უმრავლესობა კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ მარგველაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიეღო
უმრავლესობა რეალურად კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, პირველ რიგში, საზოგადოების ჩართულობით უნდა განიხილებოდეს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება დღეს საზოგადოებას არ ეკითხება, თუ რა სურს მას. „თუ აქამდე ცოტათი მაინც ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ფაქტიურად ეს საკონსტიტუციო კომისია და ამ საკონსტიტუციო კომისიაში მოქმედი უმრავლესობა რეალურად კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილებები, მე მგონი, დღეს ეს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარებში ყველაზე კარგად ჩანდა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჯერ მიღება და შემდგომ ამ საკითხების განხილვაზე საუბარი მიუღებელია. მისი აზრით, ამ პროცესების თანამონაწილე საზოგადოება უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)