|
2017-03-07 23:44:14, 1970 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უკვე გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ
უკვე გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ, - - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი თქმით, „რეალურად არის ძალიან ბევრი რამ შესაცვლელი, თუმცა საკვანძო საკითხი აქ არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა“. „ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ და ეს არის ის, საითკენაც მიდის განხილვები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ეს არის ფუნდამენტური საკვანძო საკითხი და მათ შორის ის, რომ აქ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ჩვენს კომისიაში, რაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ არც არავის წინააღმდეგ არ შევკრებილვართ, პირიქით, გვაქვს სრულიად ჩამოყალიბებული ობიექტური მიზანი, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას კონსტიტუციის ნორმებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. აქვე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „არავის არ მისცემს იმის საშუალებას, რომ დისკრედიტირება განახორციელოს ამ კომისიის". „ძალიან ამბიციური ამოცანა გვაქვს. ჩვენ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ ისეთი ტექსტი კონსტიტუციის, რომელიც იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)