|
2017-03-07 23:38:07, 1934 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ხიდაშელზე: ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამიტომ მიიღო 1.5% არჩევნებში
თინა ხიდაშელი ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამის გამო მიიღო სწორედ პროცენტნახევარი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებას. როგორც კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, თინა ხიდაშელი ვერ მიხვდა, რომ მისი [ირაკლი კობახიძის] განცხადება რუსთავი2-ის თაობაზე პოლიტიკური ხასიათის იყო. ცნობისთვის, "ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?," - ასე შეაფასა თინა ხიდაშელმა ირაკლი კობახიძის განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)